ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო"

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოდითგანვე მისთვის დამახასიათებელი სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით გამოირჩეოდა.
ამ უძველესი ტრადიციების გაცნობა-შესწავლამ ქემალ თურმანიძეს გადააწყვეტინა შეექმნა ხალხური რეწვისა და ყოფის მუზეუმი, რომელიც განთავსებულია 3000 კვ.მ - ზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გამწვანებითა და სავალი ბილიკებით.

მასში წარმოდგენილია შემდეგი დარგები:

  • ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება. შრომითი პროცესი ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი, იარაღ-ინვენტარით და გაფორმებული ხალხური მუსიკით.
  • აგრარული მეურნეობა - მეფუტკრეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება და მევენახეობა.
  • საცხოვრებელი, სამეურნეო და ნაგებობები, წარმოდგენილი როგორც მაკეტებით, ასევე რეალური სახით. (მასშტაბი (1:7.5; 1:10; 1:100).
  • ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები. 1:7.5 (მასშ)
  • მის მიერვე შესრულებული ხეზე კვეთილობის ნაკეთებობები.
ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო